გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ გაფორმდა პარტნიორობის მემორანდუმი
კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებასა (GSCO) და
ქალ ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოებას (IWSS) შორის!
ეს თანამშრომლობა წარმოადგენს ახალ ეტაპს საერთაშორისო სამეცნიერო და კლინიკური პარტნიორობისთვის,
რომელიც მიზნად ისახავს ონკოლოგიის, ქირურგიის, განათლებისა და მედიცინაში ქალთა ლიდერობის გაძლიერებას.
მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა გაიმართა სხივური მედიცინის ცენტრში, თბილისში,
და დიდი პატივია, რომ ჩვენი პარტნიორები IWSS-დან ესწრებოდნენ მას პირადად.
ჩვენი მიზანია ერთობლივად შევქმნათ სამეცნიერო პროექტები,
ვუზრუნველყოთ ახალგაზრდა პროფესიონალთა მხარდაჭერა და განვავითაროთ განათლებისა და კლინიკური საქმიანობის ახალი ინიციატივები.