💠🫱🏻‍🫲🏼 სიამაყით გაცნობებთ ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის დაწყებას კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებასა (GSCO) და ქალთა ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებას (IWSS) შორის.
💠🇬🇪 ახალგაზრდა მეცნიერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიანიძემ, კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოება(GSCO) წარმოადგინა თბილისში გამართულ კონფერენციაზე „უჯრედული ომები“. სადაც ხაზი გაუსვა ჩვენი ორგანიზაციის ხედვასა და სამომავლო გეგმებს, ამასთანავე, განიხილა GSCO-სა და IWSS-ს შორის პარტნიორული მემორანდუმის საკითხები.
💠🌍 ეს თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების, ახალგაზრდა პროფესიონალების გაძლიერებისა და გლობალური ონკოლოგიური და ქირურგიული საზოგადოებების გაძლიერების მიმართულებით წინ გადადგმულ საინტერესო ნაბიჯს წარმოადგენს.
მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში მრავალ წარმატებულ ერთობლივ ინიციატივას!